Перейти к содержимому
Главная страница » სტატიები » მიკროკლიმატის გაზომვები სამუშაო სივრცეში — მნიშვნელობა და სარგებელი

მიკროკლიმატის გაზომვები სამუშაო სივრცეში — მნიშვნელობა და სარგებელი

მიკროკლიმატის გაზომვების მნიშვნელობა სამუშაო სივრცეში 

სამუშაო სივრცეში მიკროკლიმატის გაზომვის აუცილებლობა რეგულირდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი 69-ე ტექნიკური რეგლამენტის ფარგლებში, რომლის თანახმადაც ყველა საწარმო და ორგანიზაცია ვალდებულია წელიწადში მინიმუმ 2-ჯერ (წლის თბილ და ცივ პერიოდებში) ჩაატაროს მიკროკლიმატის გაზომვითი სამუშაოები, რასაც ასრულებს შპს »შრომის უსაფრთხოების მომსახურება » მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოები ხორციელდება დაკალიბრებული ხელსაწყოებით.

სამუშაო სივრცეში მიკროკლიმატის გაზომვების დროს გათვალისწინებული ფაქტორებია:

  • ჰაერის ტემპერატურა
  • ზედაპირების ტემპერატურა
  • ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა
  • ჰაერის მოძრაობის სიჩქარე
  • სითბური გამოსხივების ინტენსივობა

ყველა ამ გარემო-ფაქტორის გათვალისწინებით სამუშაო სივრცეში იქმნება ისეთი გარემო, რომელიც სასურველია ორგანიზაციაში/საწარმოში იმისთვის, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას არ შეექმნას საფრთხე, გათვალისწინებული იყოს დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოების ნორმები და გაიზარდოს მათი შრომისუნარიანობის ხარისხი.

პირველ რიგში, ორგანიზაცია ვალდებულია დასაქმებულს შეუქმნას ისეთი სამუშაო გარემო, რომელშიც მიკროკლიმატის პარამეტრები ზღვრულად დასაშვებ ნორმებში იქნება, შესაბამისად ადამიანები თავს კომფორტულად იგრძნობენ და საშუალება ექნებათ ყოველგვარი გარემო-ფაქტორებისგან ცუდი ზემოქმედების გარეშე მაქსიმალურად წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები.

მიკროკლიმატის გაზომვების სამუშაოს დადებითი მხარეების განხილვის დროს ვითვალისწინებთ რამდენიმე ფაქტორს:

  • პროდუქტიულობა: კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნით იზრდება დასაქმებულთა შრომისუნარიანობის ხარისხი. კვლევების თანახმად, ჰაერის ტემპერატურისა და შეფარდებითი ტენიანობის შეუსაბამობა პირდაპირპროპორციულია პროდუქტიულობის მაჩვენებელთან.
  • ჯანმრთელობა და უსაფრთხოება: ჰაერის ტემპერატურა, ტენიანობა და სითბური გამოსხივების ინტენსივობა ის გარემო-ფაქტორებია, რომლებიც პირდაპირ უკვშირდება დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხებს სამუშაო სივრცეში, ამცირებს ავადმყოფობის, დაავადებების გავრცელებას და ქმნის სტაბილურ გარემოს.
  • დასაქმებულთა კმაყოფილების ხარისხი: სასიამოვნო სამუშაო გარემო არამარტო ზრდის დასაქმებულთა პროდუქტიულობას, არამედ ხელს უწყობს მათ პერფორმანსს, შესრულებული მუშაობის ხარისხს, უზრუნველყოფს სამუშაო კადრების შენარჩუნებას და აფერხებს მათ სხვა ორგანიზაციებში გადინებას.
    ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორის გამართვა, გრძელვადიანად ინვესტიციაა, რადგან დასაქმებულთა უფლებების დაცვით იქმნება კომფორტული და უსაფრთხო სამუშაო გარემო, რომელითაც ორგანიზაცია სამუშაო ბაზარზე კონკურენტუნარიან დამსაქმებლად პოზიციონირდება. გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფოს ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, აღნიშნული მომსახურების ჩატარება, ორგანიზაციაში ფიზიკური ფაქტორების გამართვა და კონტროლი აუცილებელია.

მთლიანობაში, მიკროკლიმატის გაზომვების სამუშაოების ჩატარება სამუშაო სივრცეში სტრატეგიული ინვესტიციაა, რაც დასაქმებულთა პროდუქტიულობის გაზრდაში, შესრულებული სამუშაოს ხარისხში, ჯანმრთელობის დაცვით უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაში გამოიხატება, რაც ნებისმიერი ორგანიზაციისთვის ფუნდამენტური მიზანია კონკურენტუნარიანი და წარმატებული მომავლისთვის.

დაგვიკავშირდი