Перейти к содержимому
Главная страница » შრომის და გარემოს უსაფრთხოების საკითხებში კონსულტაცია,მომსახურება, სისტემის აუდიტი მოიცავს:

შრომის და გარემოს უსაფრთხოების საკითხებში კონსულტაცია,მომსახურება, სისტემის აუდიტი მოიცავს:

შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონის (აქ მიუთითებთ კანონის ბმულს) მიხედვით, რომელიც ვრცელდება სახელმწიფო ორგანოებზე, დასაქმებულთა, დამსაქმებელთა, მათ წარმომადგენელთა და სამუშაო სივრცეებში მყოფ პირებზე მიზნად ისახავს ძირითადი მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების პრინციპების განსაზღვრას, რომელიც დაკავშირებულია შრომის უსაფრთხოებასთან და უზრუნველყოფს დასაქმებულთა ინფორმირებას, სწავლებებს, მათი ჯანმრთელობის დაცვას, უბედური შემთხვევების თავიდან აცილებასა და ჩართულობას შრომის უსაფრთხოების საკითხებში, რითაც  ჯანსაღი და უსაფრთხო სამუშაო სივრცე იქმნება.

ორგანული კანონი ტერმინს “შრომის უსაფრთხოება” შემდეგნაირად განმარტავს: “დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ფუნქციური შესაძლებლობების სამუშაოს უარყოფითი ასპექტებისგან დაცვის სისტემა, რომელიც ჯანსაღი და უსაფრთხო საქმიანობის პირობებს ქმნის და მოიცავს სამართლებრივ, სოციალურ-ეკონომიკურ, ორგანიზაციულ-ტექნიკურ, სანიტარიულ-ჰიგიენურ, სამკურნალო-პროფილაქტიკურ, სარეაბილიტაციო და სხვა ღონისძიებებს;”

შრომის უსაფრთხოების რა მომსახურებების მიღება შეგიძლიათ:

  • შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მართვის სისტემის ჩამოყალიბება
  • სისტემის ამსახველი დოკუმენტის შედგენა
  • შრომის უსაფრთხოების და ჯამრთელობის ინციდენტების მოკვლევა
  • ნარჩენების მართვის გეგმის პირობების შესრულების მონიტორინგი, ქვეკონტრაქტორი (ნარჩენების გადამამუშავებელი) კომპანიის მოძიება, ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა.
  • შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის შედგენა
  • პროფესიული რისკების შეფასების დოკუმენტაციის შედგენა
  • საგანგებო სიტუაციების გეგმის შედგენა
  • სისტემის ოპერირებისთვის  საჭირო/შესაბამისი  დოკუმენტაციის შედგენა
  • სახანძრო სისტემების გამართული მუშაობს შემოწმება
  • გაზომვები და შეფასება: ჰაერის ტემპერატურის, ჰაერის სიჩქარის,ფარდობითი ტენიანობის, ზედაპირული ტემპერატურის, განათების ხმაურის.

საქართველოს შრომის უსაფრთხოების კანონის II თავი აწესრიგებს დამსაქმებელთა ზოგად ვალდებულებებს, რის თანახმადაც აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით განსაზღვრული პერიოდულობით დამსაქმებელი ატარებდეს ზევით ჩამოთვლილ ღონისძიებებს, შეამოწმოს ტექნიკური აღჭურვილობების უსაფრთხოება, გარემო ფიზიკური  (ტემპერატურა, ჰაერის ტემპერატურა, მოძრაობის სიჩქარე, ტენიანობა, საწარმოო ხმაური, გამოსხივება) და ქიმიური ფაქტორების, გასცეს ინსტრუქციები და აწარმოოს ტრენინგები საგანგებო, საევაკუაციო შემთხვევების შესახებ. მეორე მხრივ, დამსაქმებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაცია სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და არ  შეასრულოს ის სამუშაო ან დავალება, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ან სხვა  პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას.