წარმოადგენს ჰაერში მყარი ნივთიერების წვრილი ნაწილაკების ერთობლიობას, რომელიც წარმოიქმნება წარმოების პირობებში (სამთო-მომპოვებელი მრეწველობის, მანქანათმშენებლობის, მეტალურგიის, ტექსტილის მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის მუშაკები და სხვა.) და შეწონილია ჰაერში.
მტვრის კლასიფიკაცია წარმოშობის მიხედვით
საწარმოო მტვერი იყოფა:
ორგანულ
- ბუნებრივი წარმოშობის: ხის, ბამბის, მატყლის და სხვა;
- ხელოვნური წარმოშობის: პლასტმასის, ფისების და სხვა.
არაორგანულ
- ლითონური: რკინის, თუთიის, ალუმინის და სხვა;
- მინერალური: კვარცის, ცემენტის, აზბესტის და სხვა.
შერეული
მოიცავს ქვანახშირის მტვერს, რომელიც შეიცავს ქვანახშირის, კვარცისა და სილიკატების ნაწილაკებს, აგრეთვე ქიმიურ და სხვა საწარმოებში წარმოქმნილ მტვერს.
მისი ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე
მტვრის ზემოქმედების ხასიათი დამოკიდებულია მის ქიმიურ შემადგენლობაზე, ნაწილაკების ფორმაზე.მტვრის ნაწილაკების ზღვრულად დასაშვები ნორმების ჩამონათვალი.
გრძელი და რბილი ნაწილაკები ადვილად ილექება ზედა სასუნთქი გზების ლორწოვან გარსზე და შეიძლება გამოიწვიოს:
- ქრონიკული ტრაქეიტი;
- ქრონიკული ბრონქიტი;
- სასუნთქი გზების გაღიზიანება.
მტვრით გამოწვეული დაავადებები
საწარმოო მტვერმა შეიძლება გამოიწვიოს:
- კანისა და ლორწოვანი გარსების დაავადებები (დერმატიტები, ჩირქოვანი კანის დაავადებები, კონიუნქტივიტები);
- სასუნთქი ორგანოების არასპეციფიკური დაავადებები (რინიტი, ფარინგიტი, მტვროვანი ბრონქიტი, პნევმონია);
- ალერგიული დაავადებები (ალერგიული დერმატიტი, ეგზემა, ასთმური ბრონქიტი, ბრონქული ასთმა);
- პროფესიული მოწამვლები (ტოქსიკური მტვრის ზემოქმედების შედეგად);
- ონკოლოგიური დაავადებები (კანცეროგენული მტვრის, მაგალითად ჭვარტლისა და აზბესტის ზემოქმედებით);
- პნევმოკონიოზები – ფილტვების პროფესიული დაავადებები, რომლებიც ვითარდება ფიბროგენული მტვრის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად. პნევმოკონიოზი მსოფლიოში პროფესიულ დაავადებებს შორის ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებს.
საფრთხეები
მტვერი არა მხოლოდ ჯანმრთელობისთვის, არამედ საწარმოსთვისაც წარმოადგენს პრობლემას მიმიმუმ წელიწადშიერთხელ უნდა მოხდის მტვრის ნაწილაკების გაზომვა, რადგან:
- აჩქარებს დანადგარების ცვეთას;
- იწვევს პროდუქციის წუნს (განსაკუთრებით ზუსტ ხელსაწყოთმშენებლობასა და ფტორპლასტების გადამუშავებაში);
- გარკვეულ პირობებში შეიძლება გამოიწვიოს მტვრის აფეთქება.
მტვრის გაზომვების ჩასატარებლად