Skip to content
მთავარი » საევაკუაციო სწავლება

საევაკუაციო სწავლება

საევაკუაციო პრაქტიკული სწავლების პროცესი 3 ძირითად ნაწილს მოიცავს:

ა.თეორიული სწავლება

მოიცავს ტრენინგებს სახანძრო უსაფრთხოებასა და სხვადასხვა საგანგებო სიტუაციების მართვაში.

თეორიული სწავლება უნდა ჩაუტარდეს:

  • ორგანიზაციის ყველა თანამშრომელს
  • სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებს
  • პირველად სამედიცინო დახმარებაზე პასუხისმგებელ პირებს

ბ.საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გუნდის განსაზღვრა:

ფორმირება – გუნდის ფორმირებისას აუცილებელია გუნდის წევრებს განსაზღვრული ჰქონდეთ თავიანთი როლები და პასუხისმგებლობები ყველა შესაძლო საგანგებო სიტუაციის დადგომისას. შესაბამისად, უნდა მოხდეს პასუხისმგებლობის გადანაწილება და გამოიყოს შემდეგი პირები:

  • სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები
  • სივრცის, სართულის და შენობის ევაკუაციაზე პასუხისმგებელი პირები
  • შეკრების ადგილის კოორდინატორების პასუხისმგებლობები
  • ა.შ. (ორგანიზაციის მასშტაბისა და სპეციფიკურობის გათვალისწინებით)

გ.პრაქტიკული საევაკუაციო სწავლების ჩატარება

დაგვიკავშირდი