Skip to content
Главная страница » მავნე აირები სამუშაო სივრცეში

მავნე აირები სამუშაო სივრცეში

სამუშაო სივრცეში მავნე აირების გამოყოფა ხდება ტექნოლოგიური პროცესებისა და ისეთი სამუშაოების შესრულებისას, რომლებიც დაკავშირებულია ქიმიური ნივთიერებებისა და მასალების გამოყენებასთან, შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან, მოპოვებასა და წარმოებასთან. სამუშაო სივრცეში გამოყოფილი მავნე აირები პირდაპირ გავლენას ახდენდეს შრომის უსაფრთხოებაზე და დასაქმებულთა ჯანმრთელობაზე.იმისათვის, რომ შეფასდეს მავნე ნივთიერებები გავლენა დასაქმებულთა ჯანმრთელობასა და შრომის უნარიანობაზე, ტარდება გაზომვები და კვლევები. მიღებული შედეგების საფუძველზე განისაზღვრება იგეგმება პრევენციული ზომები.

მავნე ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად შეიძლება განვითარდეს:

  • ანატომიური დაზიანებები;
  • დროებითი ან მუდმივი ფუნქციური დარღვევები;
  • კომბინირებული დაზიანებები.

ზღვრულად დასაშვებ ნორმაზე მეტი მავნე აირები იწვევს ორგანიზმის ნორმალური ფიზიოლოგიური ფუნქციების დარღვევას თვალსაჩინო ანატომიური დაზიანებების გარეშე. ისინი უარყოფითად მოქმედებენ ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებზე, აგრეთვე ნივთიერებათა ცვლაზე.

მავნე ნივთიერებები ორგანიზმში ხვდება:

  • სასუნთქი გზებით;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტით;
  • კანის საშუალებით.

ყველაზე ხშირად ისინი ორგანიზმში აღწევენ აირის, ორთქლისა და მტვრის სახით სასუნთქი გზებიდან.

მანვნე აირების გასაზომად

დაგვიკავშირდი