Перейти к содержимому
Главная страница » ვიბრაცია წარმოებაში

ვიბრაცია წარმოებაში

ვიბრაცია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მავნე საწარმოო ფაქტორია, რომელიც ზემოქმედებს მეტალურგიის, მანქანათმშენებლობის, სამთო-მომპოვებელი, სამშენებლო, სოფლის მეურნეობის, სატრანსპორტო და სხვა მრეწველობის დარგებში დასაქმებულებზე.

ვიბრაცია არის მყარი სხეულების მექანიკური რხევა, რომელსაც ადამიანი აღიქვამს როგორც ბიძგებსა და რყევას.

ვიბრაციის სახეები

რხევის სიხშირის მიხედვით ვიბრაცია იყოფა:

  • დაბალსიხშირიანად – 8–16 ჰც;
  • საშუალოსიხშირიანად – 32–64 ჰც;
  • მაღალსიხშირიანად – 125–1000 ჰც.

ზემოქმედების მიხედვით განასხვავებენ:

  • ლოკალურ ვიბრაციას – რომელიც ხელებზე გადაეცემა ვიბრირებად ხელსაწყოსთან ან მოწყობილობასთან უშუალო კონტაქტის დროს;
  • საერთო ვიბრაციას – რომელიც ადამიანის მთელ სხეულზე მოქმედებს საყრდენი ზედაპირების (იატაკი, სავარძელი და სხვ.) საშუალებით;
  • კომბინირებული ვიბრაციას – როდესაც ზემოქმედება ერთდროულად ხდება როგორც ხელებზე, ისე მთელ სხეულზე.

 

ვიბრაციის წყაროები

წარმოებაში ვიბრაციის ძირითად წყაროებს წარმოადგენს:

  • ელექტრული, პნევმატური და დიზელზე მომუშავე მოწყობილობები;
  • ხელის მექანიზებული ინსტრუმენტები (პერფორატორები, საბურღები, პნევმატური ჩაქუჩები, სამჭედლო და საკლეპი ჩაქუჩები);
  • დარტყმითი მოქმედების მქონე მანქანები და მექანიზმები;
  • საქსოვი, საპრიალებელი და ვიბრაციული დანადგარები;
  • მექანიზებული სატრანსპორტო საშუალებები.

ვიბრაციის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე

ვიბრაციის მუდმივი ზემოქმედება იწვევს:

  • სწრაფ დაღლას;
  • მოძრაობის კორდინაციის დარღვევას;
  • შრომისუნარიანობის შემცირებას;
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს;
  • საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაზიანებას;
  • სახსრებისა და კუნთების პათოლოგიებს;
  • ხერხემლისა და მალთაშუა დისკების დაზიანებას.

ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად შესაძლოა განვითარდეს პროფესიული დაავადება — ვიბრაციული დაავადება.

ვიბრაციული დაავადების სიმპტომები

ლოკალური ვიბრაციის ხანგრძლივი ზემოქმედებისას აღინიშნება:

  • ხელების ტკივილი და სისუსტე;
  • თითების დაბუჟება და მგრძნობელობის დაქვეითება;
  • თითების გათეთრება სიცივეში;
  • სისხლძარღვების სპაზმი;
  • კრუნჩხვები;
  • კანის ტემპერატურის შემცირება;
  • საერთო სისუსტე;
  • ვეგეტატიური და ნერვული სისტემის დარღვევები;
  • მძიმე შემთხვევებში — ხელის სახსრების დეფორმაცია და მხრის სარტყლის კუნთების ატროფია.

საერთო ვიბრაციის ხანგრძლივი ზემოქმედებისას შესაძლებელია განვითარდეს:

  • ვესტიბულური დარღვევები;
  • წონასწორობის პრობლემები;
  • ხერხემლის დაავადებები;
  • საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ქრონიკული დაზიანებები.

ვიბრაციული დაავადების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია:

  • ვიბრაციის შემცირება მოწყობილობის კონსტრუქციის გაუმჯობესებით;
  • მბრუნავი ნაწილების დაბალანსება;
  • დანადგარების მყარ საძირკველზე დამაგრება;
  • ვიბროიზოლატორების (ზამბარა, რეზინა, ჰიდრავლიკური და პნევმატური ელემენტები) გამოყენება;
  • ვიბრაციის ჩამხშობი (დემპფერული) მასალების გამოყენება;
  • ამორტიზაციის სისტემების გამოყენება;
  • ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება:
    • ანტივიბრაციული ხელთათმანები;
    • ანტივიბრაციული უსაფრთხოების ფეხსაცმელი;
    • საჭიროების შემთხვევაში წყალგაუმტარი სპეციალური ტანსაცმელი;
  • სამუშაოსა და დასვენების რეჟიმის დაცვა;
  • წინასწარი და პერიოდული სამედიცინო შემოწმებების ჩატარება;
  • პროფილაქტიკური და ფიზიოთერაპიული ღონისძიებების განხორციელება;
  • ვიტამინოპროფილაქტიკის ჩატარება ექიმის რეკომენდაციით.

საწარმოში აუცილებელია ვიბრაციის დონის გაზომვა რეგულარული კონტროლი და შეფასება მოქმედი ნორმების შესაბამისად. ვიბრაციის წყაროების დროული გამოვლენა, ტექნიკური ღონისძიებების გატარება და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს პროფესიული დაავადებების განვითარების რისკს და უზრუნველყოფს უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
ვიბრაციის გაზომვების ჩასატარებლად

დაგვიკავშირდი